"ეს არის შეურაცხყოფა" - კობახიძე ევროპარლამენტარების ინიციატივაზე

გამოქვეყნდა:

​სინამდვილის გამრუდება - ასე აფასებს ირაკლი კობახიძე ევროპარლამენტარების ინიციატივას - ჩაერთიკნ მოლაპარაკებებში ბიძინა ივანიშვილი და მიხეილ სააკაშვილი. კობახიძე ამბობს, რომ ივანიშვილი პოლიტიკიდან გასულია, ხოლო მიხეილ სააკაშვილზე კომენტირებისას კობახიძემ "9 წელზე" ისაუბრა 

ერთ მხარეს არის მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც შექმნა კრიმინალური სისტემა, იმსხვერპლა უამრავი ადამიანის სიცოცხლე, ჯანმრთელობა, ბიზნესი, დაგვაკარგვინა ტერიტორიების 20% - მეორე მხარესაა ადამიანი, რომელმაც აღკვეთა ეს დანაშაულებრივი სისტემა, როდესაც ერთ ტონალობაში ახსენებ ამ ორ ადამიანს ეს არის შეურაცხყოფა" ამბობს კობახიძე დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ.

მიხეილ სააკაშვილი და ბიძინა ივანიშვილი მოლაპარაკების მაგიდასთან - ევროპელი პოლიტიკოსების ინიციატივა
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი