"ხვალ, ან ზეგ ყველა გაიგებს ყველაფერს" - კობახიძე

გამოქვეყნდა:

ირაკლი კობახიძე პირობას დებს, დანიელსონთან გამართული მოლაპარაკებების შინაარსს, საზოგადოება უახლოეს დღეებში გაიგებს:

ხვალ, ან ზეგ ყველა გაიგებს ყველაფერს. თეორიულად რომ წარმოვიდგინოთ არ მოეწერა ხელი, ან მოეწერა, ორივე შემთხვევაში საზოგადოება გაიგებს ჩვენი საუბრების შინაარსს - ამბობს კობახიძე დანიელსონთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.

"ქართული ოცნება" დანიელსონთან დღევანდელი შეხვედრის შესახებ უკვე პოლიტსაბჭოს ფორმატში, დღესვე იმსჯელებს და პოლიტსაბჭოს შემდეგ სავარაუდოდ ევროპელ მედიატორთან, რიგით მეორე შეხვედრაზე ისევ მივლენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი