ყველა ხვდება, რომ ეს არის აბსოლუტური ფარსი - კობახიძე ნიკა გვარამიას მონოლოგზე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მონოლოგი დიდ შერიგებაზე და სიძულვილის დასრულებაზე ფარსია.

"გუშინ დაიწყო საუბარი იმაზე, რომ დიდი შერიგება უნდა მოხდეს, იმავე მონოლოგში გამოაცხადა მაგალითად თამარ ჟვანია გამყალბებლად ფოტოს ჩვენებით და ძალიან მძიმე კონტექსტით და თეა წულუკიანს უწოდა ბოროტი ქალი. თავის თავის გამოამჟღავნა იქვე, ეს ხომ ფარსია და ყველა ხვდება, რომ ეს არის აბსოლუტური ფარსი, ყველა ხვდება, რომ ეს არის აბსოლუტური ფარსი როცა საუბრობ იმაზე, რომ სიძულვილი, ბოროტება უნდა დამთავრდეს და იქვე ვიღაცეებს ასეთი ეპითეტების ამკობ, აქ ბუნებრივია ჩანს, რომ ეს არის ფარისევლობა", - თქვა ირაკლი კობახიძემ. 

"უარს ვამბობ ზიზღსა და სიძულვილზე, ყველას მიმართ, ვინც ეს გრძნობა ჩემში გააჩინა", - ეს განცხადება  "მთავარი არხის" გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ, გადაცემაში "მთავარი აქცენტები" საკუთარი მონოლოგისას გააკეთა. ამავე თემას დღეს გამოეხმაურა პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილიც: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი