კრისტიან დანიელსონი ისევ "ქართული ოცნების" წევრებს ხვდება

გამოქვეყნდა:

ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში, კრისტიან დანიელსონი "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს დღეს უკვე მეორედ ხვდება.

შეხვედრას ირაკლი კობახიძე, არჩილ თალაკვაძე და  შალვა პაპუაშვილი ესწრებიან. მათ შეხვედრის დაწყებამდე მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ.

მანამდე "ქართული ოცნების" ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა. კომენტარები არც ამ სხდომის დასრულების შემდეგ გაუკეთებიათ.

პოლიტსაბჭოს სხდომა კრისტიან დანიელსონთან პირველი  შეხვედრის შემდეგ ჩაინიშნა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი