
კრისტიან დანიელსონი ენმ-სა და რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელს ხვდება. ევროკავშირის წარმომადგენლობაში ოპოზიციის წევრები ცოტა ხნის წინ მივიდნენ.
"რესპუბლიკურ პარტიას" ხათუნა სამნიძე წარმოადგენს.
იმედს ვიქონიებ, რომ ჩვენ შევძლებთ კონკრეტული კომპრომისებით, ახალი წინადადებებით, დავაახლოვოთ პოზიცია, შევთანხმდეთ და ნორმალურ რეჟიმში გააგრძელოს ქვეყანამ ფუნქციონირება",- თქვა სამნიძემ შეხვედრაზე შესვლამდე.
"ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან შეხვედრას სალომე სამადაშვილი დაესწრება. სამადაშვილის თქმით, ოპოზიციის პოზიცია რიგგარეშე არჩევნებსა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებასთან დაკავშირებით, კვლავ უცვლელია.
"ხელისუფლების პოზიციამ შეუძლებელი გახადა პროგრესი და რაიმე შეთანხმებაზე საუბარი. ჩვენ პირველ რიგში, მოვედით იმისთვის, რომ მოვისმინოთ, როგორ განახლდა ხელისუფლების პოზიცია, მას შემდეგ, რაც მათ ძალიან მკაფიო გზავნილები მიიღეს ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეებისგან, რომ ამ შეთანხმებას ელოდება, როგორც ბრიუსელი, ასევე ვაშინგტონი",-თქვა სამადაშვილმა.
ევროპელი მედიატორი დღეს ორჯერ უკვე შეხვდა "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს.