წამოვჭერით პოლიტპატიმრების საკითხი- ენმ-სა და "რესპუბლიკელების" შეხვედრა დანიელსონთან დასრულდა

გამოქვეყნდა:

კრისტიან დანიელსონისა და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრა დასრულდა. შეხვედრას ევროპელი მედიატორი ენმ-სა და რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელთან მართავდა.

როგორც შეხვედრის შემდეგ, ენმ-ს წევრმა, აკო მინაშვილმა აღნიშნა, შეხვედრები გაგრძელდება ხვალაც და საბოლოო სურათი სავარაუდოდ სწორედ ხვალ გამოიკვეთება. როგორც ენმ-ს წევრებმა შეხვედრის შემდეგ განაცხადეს, დღევანდელი შეხვედრის ძირიტადი საკითხი პოლიტიკური პატიმრები და მათი გათავისუფლების აუცილებლობა იყო:

საკითხები წამოვჭერით, განსაკუთრებით პოლიტპატიმრების. კიდევ ერთხელ ჩვენი პოზიციის გაცნობა იყო. - ამბობს აკო მინაშვილი.

მისივე თქმით, მთელი დღის განმავლობაში ხელისუფლება რადიკალურ პოზიციებს აფიქსირებს, რაც შეთანხმების პროცესს აფერხებს.

​მზად უნდა ვიყოთ ორივე მხარე კომპრომისებისთვის და სივრცე კომპრომისებისთვის გაჩნდება მაშინ, როდესაც პოლიტპატიმრები გათავისუფლდებიან - ამბობს ხათუნა სამნიძე.

თუმცა, მისივე თქმით, პირველ რიგში კომპრომისების მზაობა სწორედ ქართულმა ოცნებამ უნდა გამოავლინოს, რადგან ხელისუფლებაში ისაა, და პასუხისგებლობაც მას მეტი აქვს

დანიელსონი დღეს 19:30- ზე უკვე მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს შეხვდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი