
აშშ-ს ყოფილი ელჩი საქართველოში იან კელი და სახელმწიფო მდივნის ყოფილი მოადგილე დევიდ კრამერი კონგრესის წარმომადგენლობიდან, საქართველოში დაუყოვნებლივი ვიზიტის აუცილებლობაზე საუბრობენ. მათი თქმით, სახელმწიფო დეპარტამენტი ამ დროისთვის ჯერ სრულად არაა დაკომპლექტებული ამიტომ ეს მისია საკუთარ თავზე კონგრესმა უნდა აიღოს
ისინი აქვეყნებენ მოსაზრებას, სადაც საუბარია საქართველოში არსებულ პოლიტიკურ კრიზისზე და წერენ, რომ ერთადერთი, ვინც ამ ყველაფრით სარგებლობს - პუტინია.
შუალედში, კონგრესის რამდენიმე საკვანძო წევრმა, ორპარტიულ საფუძველზე, უნდა დაგეგმოს ვიზიტი თბილისში და დროებითი საგანგებო წარმომადგენლის მოვალეობა შეასრულოს. 2004 წელს სენატორი რიჩარდ ლუგარი გაემგზავრა კიევში, რათა დახმარებოდა უკრაინას საშიში ჩიხიდან გამოსვლაში. საქართველოს მსგავსი ძალისხმევაა სჭირდება. სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში მოსმენა გახლდათ კონგრესის უფრო აქტიური როლის დასაწყისი
ერთადერთი, ვინც საქართველოში არასტაბილურობითა და ქაოსით სარგებლობს, კრემლში ზის" წერენ კელი და კრამერი.
მათივე თქმით, უნდა გათავისუფლდეს ნიკა მელია და ამის შემდეგ "ყველა მხარემ კეთილსინდისიერად უნდა იმუშაოს კომპრომისზე პარლამენტში მრავალპარტიული წარმომადგენლობისთვის"
ამერიკელი დიპლომატები "სანქციების მინიშნებაზე" საუბრობენ:
მიუხედავად იმისა, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია არაერთი, სხვადასხვა ტიპის საშინაო და საგარეო პოლიტიკური გამოწვევის წინაშე დგას, შეერთებულმა შტატებმა უნდა წაახალისოს კრიზისის მოგვარება და გამოიყენოს თავისი მნიშვნელოვანი გავლენა - მათ შორის მიანიშნოს სანქციების დაწესებაზე იმ ადამიანებისთვის, ვინც პასუხისმგებელია ქვეყნის ზღვარზე მიყვანაზე” - ნათქვამია დიპლომატების ერთობლივ წერილში.