მეორე რაუნდი  - დღე პირველი 

გამოქვეყნდა:

ბიძინა ივანიშვილის თანაგუნდელებმა 3 საათის ინტერვალით, ევროპული საბჭოს პრეზინდეტის სპეციალურ წამომადგენელ კრისტიან დანიელსონთან ორი შეხვედრა გამართეს.

მოლაპარაკებებიდან გამოსულმა ირაკლი კობახიძემ მედიას უთხრა, რომ დიალოგის დეტალები როსტომ მეფის სასახლეში თანაგუნდელებისთვის უნდა გაეცნო. ამიტომ პოლიტსაბჭოს შეკრება ქართული ოცნების ცენტრალურ ოფისშიც დღეს ორჯერ გახდა საჭირო.

რას თანხმდებიან შარლ მიშელის 6 პუნქტიანი გეგმიდან ამაზე ღიად არ საუბრობენ. პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ დღეს მხოლოდ ქართული ოცნების მხარდამჭერები დაამშვიდა. 

ვადამდელი არჩევნები არ იქნება - ოცნების პოლიტიკური განაცხადი მოლაპარაკებების დაწყებამდე 2 საათით ადრე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაახმოვანა.

მთავრობის მეთაურმა მეორე წითელი ხაზიც გაავლო და უარი თქვა ოპოზიციის მეორე მთავარი მოთხოვნის შესრულებაზე - პოლიტპატიმრების ნიკა მელიასა და გიორგი რურუას გამოშვებაზე. იმ არგუმენტით რომ ქვეყანას პოლიტიკური პატიმრები საერთოდ არ ჰყავს.

ოცნების ლიდერების ამ განცხადებების შემდეგ ოპოზიციაში ამბობენ, რომ ივანიშვილის გუნდი ახლა ძალაუფლების შენარჩუნებას ცდილობს და ამისთვის ყველაფერზე მიდის.

ოცნების კატეგორიული ტონის მიუხედავად, მედიატორთან ოპოზიციის გზავნილები სწორედ პოლიტპატიმრების გათავისუფლების საკითხი იყო. 

სახალხო დამცველი ფიქრობს, რომ თუ რომელიმე მხარე მოლაპარაკებას ჩაშლის, მაშინ უნდა გასაჯაროვდეს შიდა დიალოგის დეტალები და საზოგადოებას მიეწოდოს ინფორმაცია, რომელმა პოლიტიკურმა პარტიამ თქვა შარლ მიშელის 6 პუნქტიანი გეგმის შესრულებაზე უარი. 

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი ხვალ ოპოზიციასა და ხელისუფლებას ერთმანეთს შეახვედრებს. სწორედ ამ მოლაპარკების შემდეგ გაირკვევა, არის თუ არა კრისტიან დანიელსონის მედიაციის მეორე რაუნდი შედეგიანი. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი