როგორც ჩვენ, ასევე მედიატორი ეძებს გზებს, როგორ მივიდეთ ვადამდელ არჩევნებამდე - ხაზარაძე

გამოქვეყნდა:

კრისტიან დანიელსონთან ლელოსა და ევროპული საქართველოს წევრების შეხვედრა დასრულდა. როგორც შეხვედრიდან გამოსულმა მამუკა ხაზარაძემ თქვა, იმედი აქვს, მედიატორი წარმოადგენს დოკუმენტს, რომელიც მისაღები იქნება ქვეყნის განვითარებისთვის:

პირველი დოკუმენტი, რომელმაც ბატონმა დანიელსონმა წარმოადგინა ოპოზიციის 90%-ისთვის იყო მისაღები, შემდეგ ეს დოკუმენტი გაქრა და იქცა წყლად და ჰაერად. იმედი მაქვს, რომ ბატონი დანიელსონის ხვალინდელი ვიზიტის დროს ვიხილავთ დოკუმენტს, რომელიც იქნება მისაღები არა „ლელოსთვის“ და ოპოზიციისთვის, არამედ ჩვენი ქვეყნის მომავალი განვითარებისთვის - ამბობს ხაზარაძე.

ხაზარაძემ ვადამდელი არჩევნების აუცილებლობაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა

ამ ქვეყნის გამოსავალი და გადატვირთვა არის ვადამდელ არჩევნებში, ჩვენ სხვანაირად ვერ ვხედავთ იმ პერსპექტივას, რომ დავბრუნდეთ პარლამენტში და „ვითომ არაფერი არ მოხდა“. ჩვენ ვაპროტესტებთ იმ სიყალბეს, რომლითაც პირველი ნოემბრიდან დავიწყეთ პროტესტი და როგორც ჩვენ, ასევე მედიატორი ეძებს გზებს როგორ მივიდეთ ვადამდელ არჩევნებამდე“, - აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი