
დაუსრულებლად ხალხის ნერვებზე თამაში, ამ ქვეყანაში უნდა დავასრულოთ- განაცხადა „სტარტეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ კრისტიან დანიელსონთან მოლაპარაკებების შემდეგ:
„ალბათ, ვუახლოდებით მოლაპარაკებების დასასრულს. ეს უსასრულოდ ვერ გაგრძელდება. მე ამის მომხრე ვარ და ეს არაერთხელ განმიცხადებია. ყველა ის საკითხი, რაც იყო შარლ მიშელის დოკუმენტში, აუცილებლად იქნება საბოლოო დოკუმენტშიც. ნამდვილად არ ვიცი საბოლოო შინაარსი, მაგრამ ვნახოთ, დაველოდთ
რაც ყველაზე მნიშვნელოვანია,როგორც შარლ მიშელის დოკუმენტშია, ორივე საკითხი პოლიტპატიმრებთან და რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით აუცილებლად იქნება. რა იქნება შიგნით მოხსენიებული ან როგორი მეთოდით იქნება, რა მიდგომა იქნება გამოყენებული, ეს ნამდვილად არ ვიცი" თქვა ვაშაძემ.
დანიელსონმა ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებთან ინდივიდუალური მოლაპარაკებები დღეს "ქართულ ოცნებასთან" ორი შეხვედრის შემდეგ გამართა.
სავარაუდოდ ის ცოტა ხანში, ტავადაც გააკეტებს განცხადებას.