"ასე გაგრძელება აღარ შეიძლება"- ნიკა გვარამიას სამოქალაქო მანიფესტი და ხელისუფლების რეაქცია

გამოქვეყნდა:

დიდი შერიგება და საყოველთაო თანხმობა - "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის სამოქალაქო მანიფესტი, რომელიც პოლიტიკურ ინიციატივად იქცა. ნიკა გვარამია დგამს პირველ ნაბიჯს და ელის თანამოაზრეებს.

ბოლო 8 წლის განმავლობაში გამუდმებული დევნის, რეპრესიებისა და შეურაცხყოფის ობიექტად ქცეული გვარამია მზად არის აპატიოს ყველას, ვინც მას, მის ოჯახს და გარემოცვას მინიმალური ზიანი მაინც მიაყენა და საპასუხოდ იგივეს მოელის საზოგადოებისგან.

"ასე გაგრძელება აღარ შეიძლება"- ამბობს მთავარი არხის ხელმძღვანელი და გულისხმობს იმ სიძულვილს, რომელიც ბოლო წლებია ქართულ საზოგადოებას ორ ბანაკად ყოფს. 

ნიკა გვარამიას ინიციატივაზე, მედიასთან გაკეთებულ ერთ კომენტარში სიძულვილის ენას თან გაემიჯნა, თან ნაცნობი ადრესატი ისევ მიზანში ამოიღო ირაკლი ღარიბაშვილმა.

პარლამენტის გადაყენებულმა თავმჯდომარემ კი ნიკა გვარამიას გულწრფელობაში ეჭვი შეიტანა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი