ახალი გარემოებები - რა მიმოწერას ინახავს მეგი ბაქრაძის ტელეფონი?

გამოქვეყნდა:

მეგი ბაქრაძის საქმე - მას შემდეგ, რაც ჯანდაცვის მინისტრს წამოსცდა, რომ იცნობს გამოძიების მასალებს, ექსპერტიზის დასკვნის გამოქვეყნება გადაიდო.

სავარაუდოდ, მინისტრს ნანახი აქვს დოკუმენტები, მაშინ, როდესაც გარდაცვლილის ოჯახის ინტერესების დამცველები ამ მასალებს უშედეგოდ ითხოვენ.

გამოძიება ადვოკატებთან არ თანამშრომლობს, ბაქრაძეების ოჯახი კი ზეწოლასა და მუქარაზე საუბრობს.

პარალელურად, ბაქრაძეებმა დღეს პოლიციაში მიიტანეს გარდაცვლილის მობილური ტელეფონი, რომელშიც მისი თანამშრომლების ჩათის ჩანაწერები ინახება.

ჩანაწერების დიდი ნაწილი წაშლილია, თუმცა დარჩენილი მიმოწერიდან დგინდება, რომ ბაქრაძის კოლეგები ფლობენ ინფორმაციას, რა გახდა ახალგაზრდა ექთნის გარდაცვალების მიზეზი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი