ორშაბათს იქნება ექსპერტიზისა და რეგულირების სააგენტოს დასკვნა - ტიკარაძე ექთანზე

გამოქვეყნდა:

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ახალციხეში გარდაცვლილი 27 წლის ექთანზე არსებობს გარკვეული წინასწარი ინფორმაცია, რომ ის შესაძლოა გარდაცვალების პირდაპირ გამომწვევ მიზეზად არ დასახელდეს. 

მინისტრმა თქვა, რომ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროსა და მარეგულირებელი სააგენტოს ერთობლივ დასკვნას ორშაბათს გააჟღერებენ.

"არსებობს გარკვეული წინასწარი ინფორმაცია, იმის თაობაზე, რომ პირდაპირი გამომწვევი მიზეზი შესაძლოა არ დასახელდეს ვაქცინა, ჩვენ ველოდებით სამხარაულის დასკვნას და ორშაბათს ჯანდაცვის სამინისტროში გაიმართება ერთობლივი კომისია, რომელზეც იქნება წარმოდგენილი როგორც სამხარაულის ექსპერტიზის, ისე რეგულირების სააგენტოს ერთობლივი დასკვნა", - თქვა ეკატერინე ტიკარაძემ. 

27 წლის მედდა ახალციხის კლინიკა "იმედში" 18 მარტს აცრეს, ის რამდენიმე წუთში კომაში ჩავარდა. პაციენტი 19 მარტს თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა. გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომაც დაიწყო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი