
დღევანდელი შეხვედრა არ იძლევა იმაზე მსჯელობის საშუალებას, რომ წინ გადავდგით ნაბიჯი - განაცხადა "გირჩი - მეტი თავისუფლებას" ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ:
„დღეს არც არანაირი შემოთავაზება და არც პუნქტების გავლა დეტალურად არ ყოფილა. მეც მგონია, რომ ასე შეუძლებელია დაუსრულებლად გაგრძელდეს, ან მოხდება შეთანხმება, ან არ მოხდება. უბრალოდ, ამ შეხვედრის შემდეგ გამიჭირდა იმის თქმა, დასრულდება შეთანხმებით, თუ - არა. დღევანდელი შეხვედრა არ იძლევა იმაზე მსჯელობის საშუალებას, რომ წინ გადავდგით ნაბიჯი. ავხსენით ისევ ჩვენი პოზიცია რა არის" ამბობს ჯაფარიძე.
მისივე თქმით, თუ შეთანხმება არ მოხდება, კრიზისი უფრო გაღრმავდება