მაგიდაზე წინადადებებს ხვალ დავდებ - დანიელსონი

გამოქვეყნდა:

"არ მოელოდოთ ახლა ჩემგან დეტალებს, ხვალ იქნება დოკუმენტი" - კრისტიან დანიელსონმა პოლიტიკურ პარტიებთან გამართული შეხვედრების შემდეგ, განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ მისი დღევანდელი მიზანი იმ გზების მოძიება იყო, რათა მედიაციის ყველაზე რთული პუნქტები შესრულებულიყო:

შორს რომ გავიხედოთ, ჩემი აზრით, მთავარია მოვაგვაროთ ისეთი პრობლემები, როგორიც არის საარჩევნო რეფორმა და მართლმსაჯულება. რა თქმა უნდა, სხვა საკითხებიც იქნება განხილული და ხვალ ჩვენ ამას წარვადგენთ“, - ამბობს დანიელსონი.

 ევროპელი მედიატორი დოკუმენტს, რომელსაც "ქართულმა ოცნებამ" და ოპოზიციამ შეთანხმების შემთხვევაში ხვალ უნდა მოაწერონ ხელი, ხვალ დადებს:

"დღეს რამდენიმე შეხვედრა გავმართე პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან, რათა ხვალ ყველა პარტიას შევხვდე. ჩემი დღევანდელი მიზანი იყო იმ გზების მოძიება, რათა ამ მედიაციის ყველაზე რთული პუნქტები შესრულებულიყო. ეს რთული პროცესია. დემოკრატია საჭიროებს რომ მხედველობაში სხვა მხარის ინტერესებიც იყოს მიღებული. როგორც ამას ყოველთვის ვამბობ, ეს ყველა მხრიდან დათმობას ნიშნავს. რაც შეეხება პროცესს, პარტიების ლიდერებს ვუთხარი, რომ მაგიდაზე წინადადებებს ხვალ დავდებ", - ამბობს კრისტიან დანიელსონი. 

დანიელსონის თქმით, შეთანხმების დოკუმენტზე ხელმოწერა პოლიტიკური პარტიების პასუხისმგებლობა იქნება და თუ შეთანხმება შედგება, არ იქნებიან გამარჯვებულები და დამარცხებულები, "იქნებიან მხოლოდ გამარჯვებულები. პირველ რიგში მთავარი გამარჯვებული - საქართველოს ხალხი"

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი