
შემოწირულობა "ქართული ოცნებას" - სანაცვლოდ კი 17 მილიონი ლარის მოგებული ტენდერი - ფლანგვის დეტექტორმა "გზამშენი-18"-ის მეწილეების საქმე შეისწავლა.
შპს "გზამშენი-18"-ის ორმა მეწილემ – თეიმურაზ ჯახვამ და ვახტანგ ჭანტურიამ "ქართულ ოცნებას" 25,000 ლარი შეწირეს, რის შემდეგაც მათ კომპანიას 27 420 596 ლარის ხელშეკრულებები გაუფორმეს.
კომპანიის 68 მოგებული ტენდერიდან 45 ოზურგეთის მუნიციპალიტეტზე მოდის, და მათი საერთო ღირებულება 16 679 382 ლარს შეადგენს.
ჯამში "გზამშენი-18"-ის მიერ მოგებული ტენდერების საფასური 33 770 333 ლარია, საიდანაც 41 შემთხვევაში უკონკურენტოდ გაიმარჯვა და 12 მილიონ ლარზე მეტი მიიღო, ხოლო 11 მილიონი კონკურენტთა დისკვალიფიკაციით მოიგო.