დღეიდან მოქალაქეები Pfizer-ის ვაქცინით აცრას შეძლებენ

გამოქვეყნდა:

დღეიდან, 30 მარტიდან მოქალაქეები "ფაიზერის" ვაქცინით აცრას შეძლებენ. ვაქცინაცია 3 დიდი ქალაქის - ბათუმის, ქუთაისისა და თბილისის, 6 კლინიკაში განხორციელდება. 

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, საქართველოში შემოსული 29 500 ცალი Pfizer-ის ვაქცინით 14 000 პირი აიცრება. "ფაიზერის" პირველი დოზის გაკეთების შემდეგ ხელმეორედ მოქალაქე 3-4 კვირაში უნდა აიცრას. 

სამედიცინო პერსონალთან ერთად "ფაიზერის" ვაქცინის გაკეთებას 65 წელს ზემოთ მოქალაქეებიც შეძლებენ. საქართველოში, ასევე, ხელმისაწვდომია "ასტრაზენეკას" ვაქცინაც.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი