პრეზიდენტი და ადმინისტრაცია ძალზედ შეშფოთებულია საქართველოში არსებული ვითარებით - შაჰინი

გამოქვეყნდა:

"პრეზიდენტი და ადმინისტრაცია ძალზედ შეშფოთებულია საქართველოში არსებული ვითარებით", - ამის შესახებ, სენატის ევროპის ქვეკომიტეტის თავმჯდომარემ, დემოკრატმა სენატორმა ჯინ შაჰინმა, "ამერიკის ხმის" ქართულ რედაქციასთან მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

მისი თქმით, აუცილებელია, რომ პოლიტიკოსებმა ამ ჩიხიდან გამოსავალი იპოვნეონ. 

"პრეზიდენტი და ადმინისტრაცია ძალზედ შეშფოთებულია საქართველოში არსებული ვითარებით. მქონდა შანსი მელაპარაკა ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველთან და სახელმწიფო მდივანთან. საქართველო რჩება ქვეყანად, რომელსაც ახლოს ვაკვირდებით და გვინდა ვიხილოთ, რომ ქვეყანა წინ მიიწევს დემოკრატიზაციის და ინსტიტუტების რეფორმის კუთხით. ჩვენ როგორც დემოკრატია ვხვდებით, რომ ამას დრო სჭირდება. თუმცა, ახლა გვსურს ვიხილოთ, რომ მხარეები დაუსხდნენ მოლაპარაკების მაგიდას და ამ ჩიხიდან გამოსავალი იპოვონ, რადგან ეს ყველას და პირველ რიგში ქართველი ხალხის ინტერესშია", - ამბობს სენატორი შაჰინი.

მისივე თქმით, იმედი აქვს, რომ "ქართული ოცნება" ითანამშრომლებს და მიხვდება, რომ საჭიროა დათმობებზე წასვლა". სენატორის განცხადებით, ორივე მხარემ უნდა იფიქროს, რაზე შეუძლიათ კომპრომისი, რათა ამ ჩიხიდან გამოსავალი მოიძებნოს.

"თავად ქართველებმა უნდა გადაწყვიტონ, როგორ მოაგვარებენ ამას. როგორც მმართველი პარტია, იმედი მაქვს "ქართული ოცნება" ითანამშრომლებს და მიხვდება, რომ საჭიროა დათმობებზე წასვლა. იმედი მაქვს ოპოზიციური პარტია, "ენმ", გაანალიზებს, რომ ისინი უნდა დაბრუნდნენ პარლამენტში და იფიქრებენ იმაზე, რა არის მისაღები, რათა ამის გაკეთება შეძლონ და უთხრან მხარდამჭერებს, რომ ვუბრუნდებით სესიას, რადგან ეს არის ქართველი ხალხის ინტერესში. და [ქართველი ხალხის ინტერესი] დღეს ყველაფერზე წინ უნდა იდგეს. როგორც სენატორმა რიშმა თქვა, თუ ორივე მხარე კეთილსინდისიერად არის ჩართული მოლაპარკებებში, ისინი მოახერხებენ შეთანხმებას. სწორედ ამის ხილვა გვსურს ჩვენ და სხვა დემოკრატიებს მსოფლიოში", - განაცხადა შაჰინმა.

სენატორი შაჰინის თქმით, სენატის მოსმენა, ეფუძნებოდა საქართველოსთვის მხარდაჭერის ჩვენებას. როგორც შაჰინი ამბობს, მოსმენის შემდეგ მუშაობენ რეზოლუციაზე, რომელიც მომხდარზე სენატორების შეშფოთებას გამოხატავს და აღწერს იმას, რაც უნდათ, რომ საქართველოში იხილონ.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი