ჭყონდიდის ეპარქია Facebook-ზე, ჭყონდიდელი მიტროპოლიტის სტეფანესა და ეპარქიის მონაზვნების შეხვედრის ვიდეომასალას აქვეყნებს. ვიდეოში ისმის, რომ მეუფე ეპარქიის მონაზვნებს შემდეგი სიტყვებით მიმართავს: "დავაი რა", "შენ ვინხარ? დებილი დედაკაცი", "შენ შენს ადგილას იჯექი, დაეტიე რა", "დააყენე ერთი წუთით".
"შენ ვინ ხარ? დებილი დედაკაცი დადგები და ამხელა მღვდელმთავრებზე ასეთ რამეებს ლაპარაკობ, ვინ ხარ? მეუფე პეტრეს გაანებე თავი, დაგღუპა მაგან. შენს თავს მიხედე, გადაგაყენე მონასტრის წინამძღვრობიდან, ზიარების უფლებას გიკრძალავ და დამთავრებულია, მეტი ახლა შენ მონაზვნობის მიმართულებით რისი გამკეთებელი ხარ? ", - უთხრა მეუფე სტეფანემ დედა სოსანას.
"...რა უბედურება გჭირს, ქალო, დააყენე ერთი წუთით, რა, ეს შენი რაღაცა, რა. ავარდნილი რომ ხარ და სიტყვას აღარ მაცდი. კანონს კითხულობ, რა ხელებს მიშლი, ვერ გავიგე...
...ქუჩაში ვერ გაივლით, იმ დონეზე მიხვალთ თქვენ...
...შენ მდუმარედ უნდა იჯდე, ვაბშე და ხმას არ უნდა იღებდე. დავაი, რა...", - ამბობს მეუფე სტეფანე.
გუშინ, 29 მარტს მეუფე სტეფანემ ეპარქიაში პოლიცია გამოიძახა და მედია იქ უნებართვოდ შეჭრაში დაადანაშაულა. ამავე დღეს მან დედა სოსანა წინამძღვრობიდან გადააყენა.