დღევანდელი, 30 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით კიდევ 8 პაციენტი გარდაიცვალა. ქვეყანაში გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 3 773 გახდა.
აქვე გეტყვით, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 673 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 298 ადამიანი კი გამოჯანრთელდა.
კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს გამოვლინდა.
ცნობისთვის, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 128 მილიონს გადააჭარბა, მათგან გამოჯანმრთელდა 103 მილიონზე მეტი ადამიანი და გარდაიცვალა 2,8 მილიონზე მეტი.