დილიდან რიგებია ბათუმის რესპუბლიკურ კლინიკაში, სადაც "ფაიზერით" ვაქცინაციით პროცესი დაიწყო. პირველი აცრა ბათუმში მცხოვრებმა 71 წლის გულნარა დავითაძემ გაიკეთა.
აჭარაში "ფაიზერის" ვაქცინაზე 2 კვირის ჯავშანი უკვე შევსებულია, სულ რეგიონში ორი კვირის მანძილზე დაგეგმილია 1 344 დოზის გაკეთება. ბათუმში ყოველდღიურად 84 პირი აიცრება.
პარალელურად გრძელდება "ასტრაზენეკათი" ვაქცინაცია, რომელიც "მედცენტრში" მიმდინარეობს.
საქართველოში Pfizer-ით ვაქცინაცია დღეიდან, 30 მარტიდან დაიწყო. ვაქცინაცია 3 დიდი ქალაქის - ბათუმის, ქუთაისისა და თბილისის, 6 კლინიკაში განხორციელდება. ამავე თემაზე:
ავტორი: თეა ვაშალომიძე.