ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი
დოკუმენტს, რომელსაც "ქართულმა ოცნებამ" და ოპოზიციამ შეთანხმების შემთხვევაში ხელი უნდა მოაწერონ, პარტიებს დღეს წარუდგენს.
როგორც მან გუშინ, პარტიებთან შეხვედრების შემდეგ განაცხადა, მისი შეხვედრების მიზანი გზების მოძიება იყო, იმისთვის რომ მედიაციის ყველაზე რთული პუნქტები შესრულებულიყო.
დანიელსონის თქმითვე, შეთანხმების დოკუმენტზე ხელმოწერა პოლიტიკური პარტიების პასუხისმგებლობა იქნება და თუ შეთანხმება შედგება, არ იქნებიან გამარჯვებულები და დამარცხებულები, "იქნებიან მხოლოდ გამარჯვებულები. პირველ რიგში მთავარი გამარჯვებული - საქართველოს ხალხი".
როდის შეხვდება კრისტიან დანიელსონი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს, ჯერჯერობით უცნობია. ევროკავშირის წარმომადგენლობაში ამბობენ, რომ ამ დროისთვის, შეხვედრა არ ჩანიშნულა.