ჩვენი პასუხისმგებლობაა, რომ პროპორციული სისტემის პირობებში „ნაციონალური მოძრაობა“ არათუ ვერ აცდეს 27 მანდატს, არამედ მიიღონ ბევრად ნაკლები - ირაკლი კობახიძე

გამოქვეყნდა:

პარლამენტმა მაჟორიტარული არჩევნების გაუქმებაზე მსჯელობა დაიწყო. სხდომაზე მთავარი მომხსენებელი „ქართული ოცნების“ ლიდერი, ირაკლი კობახიძეა. პლენარულ სხდომაზე კობახიძემ გარანტია მისცა დეპუტატებს, რომ პროპორციული არჩევნების პირობებში „ნაციონალური მოძრაობა“ ბევრად უფრო ცუდ შედეგს აჩვენებს, ვიდრე ეს იყო 2016 წელს.

ირაკლი კობახიძე დარწმუნებულია, რომ ენმ 2020 წლის არჩევნებზე განადგურდება და ვერ შეძლებს 27 მანდატის მიღებას. ის თანაგუნდელებს ამით გარანტიას აძლევს, რომ პროპორციული სისტემის პირობებში მათი გუნდი არ დაზარალდება.

„ჩვენ ნაციონალებს დავპირდით არა პროპორციულ საარჩევნო სისტემას, არამედ მძიმე მარცხს პროპორციული სისტემის პირობებში. ამიტომ, ჩვენი პასუხისმგებლობაა, რომ სწორედ პროპორციული სისტემის პირობებში ისინი არათუ ვერ აცდენ 27 მანდატს, არამედ მიიღონ ბევრად ნაკლები და მგონი ამის ყველანაირი რესურსი არსებობს მომდევნო ერთი წლის განმავლობაში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძე.

დეპუტატები, რომლებიც პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ეწინააღმდეგებიან ირაკლი ღარიბაშვილის და ბიძინა ივანიშვილის ოჯახის ახლობლები არიან. აქედან გამომდინარე, ოპოზიცია ეჭვობს, რომ რეალურად ეს დეპუტატები არ მიდიან ივანიშვილის წინააღმდეგ, არამედ მის ინტერესებს ახმოვანებენ.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი