კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი, თეა წულუკიანი ოსტატების რეესტრის შექმნას იწყებს. მისი თქმით, რეესტრი სავარაუდოდ, ერთი წლის შემდეგ იქნება და მათი სერტიფიცირების პროცესი დაიწყება. 

ძალიან მალე გამოვაცხადებთ იმის თაობაზე, რომ ვიწყებთ ოსტატების რეესტრის შექმნას. ესენი არიან: კირითხურო, ქვითხურო თუ სხვა. მთელი ჩამონათვალია მათ შორის ჩემთვისაც ბევრი უცნაური სიტყვისა... მჭედელი არ ყავს ქვეყანასო, იძახიან, მაგრამ არიან ქვის ოსტატები და სხვ. რომელთაგანაც რეესტრი უნდა შევქმნათ. სავარაუდოდ, ერთი წლის თავზე მზად ვიქნებით, რომ სამინისტრომ მათი სერტიფიცირების პროცესი წარმართოს და ყველა ძეგლს შეეხოს მხოლოდ ის ადამიანი, ვინც ამ საქმის პროფესიონალია და გარემონეტება კი არ მიმდინარეობდეს, არამედ რეალური რესტავრაცია, - განაცხადა წულუკიანმა იმედთან.

ცნობისთვის, პრემიერის 19 მარტის განკარგულებით თეა წულუკიანი საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრად დაინიშნა. კულტურის მინისტრის ამპლუაში, წულუკიანმა დაიწყო კულტურის კოდექსზე მუშაობა და რეპრესიებიც დაანონსა.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი