ყველაფერს სჭირდება რეგულაცია... კანონით არ არის განსაზღვრული, ვინ არის ჟურნალისტი - კახიშვილი

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" დეპუტატმა, კახა კახიშვილმა პარლამენტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ მედიას რეგულაციები სჭირდება. როგორც კახიშვილმა სხდომაზე აღნიშნა, საქართველოს კანონმდებლობით არ "არის განსაზღვრული, ვინ არის ჟურნალისტი და ვინ არა".

ყველაფერს სჭირდება რეგულაცია, ჩვენ ბოლო პერიოდში ისეთ მდგომარეობაში ვართ, როდესაც ფაქტობრივად ქმედითი მექანიზმები პასუხის გაცემის არ არის. დღეს საქართველოს კანონმდებლობით არ არის განსაზღვრული, ვინ არის ჟურნალისტი. ტერმინი ჟურნალისტი და გრადაცია, ვინ არის ჟურნალისტი არ არის. ჟურნალისტი არის ის ადამიანი, რომელიც მედიაში მუშაობს, ელექტრონულ სივრცეში მუშაობს თუ ადამიანი, რომელიც იტყვის, რომ ჟურნალისტი ვარ და სამ სტატუსს დაწერს,-თქვა კახიშვილმა სხდომაზე.

სხდომის დასრულების შემდეგ კახიშვილმა თავის ნათქვამზე განმარტებები ჟურნალისტებთან გააკეთა და აღნიშნა, რომ ის მედიაზე არა რეგულაციების დაწესებას, არამედ სასამართლოში, სიუჟეტის მიმართ სარჩელის განხილვისას ვადების გაზრდას მოითხოვს.

დღეს სიუჟეტის გასაჩივრება შეიძლება ორ ინსტანციაში. პირველი ეს არის, ეთიკის ქარტია. საბჭო, სადაც როდის, რას განიხილავენ და რას გამოიტანენ და რამდენად ეს აისახება ადეკვატურად იმასთან მიმართებაში არავინ არ იცის და მეორე, სასამართლოში მორალური ზიანის... რომელიც 3-4 წელი ისე გრძელდება, რომ შეიძლება ბოლო პროცესი რომ შედგეს დაგავიწყდეს კიდეც რაზე გქონდა სარჩელი შეტანილი. ჩვენ იმაზე კი არ უნდა ვისაუბროთ, რომ მედიას დავუწესოთ რა უნდა გააშუქონ და რა არა. ჩვენ უნდა ვისაუბროთ იმაზე რომ თუნდაც სასამართლო განხილვები, რომლებიც დროში არ არის  განხილული ეს შეგვიძლია დავარეგლამენტიროთ, რომ სარჩელი თუ შევიდა მოსამართლემ ეს სარჩელი უნდა განიხილოს ამა და ამ ვადაში პირობითად ვიძახი ვადას და უთხრას მხარეს მართალი ხარ თუ არა, -თქვა მან.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი