დღეს არის გაერთიანების დრო, ბატონებო - ღარიბაშვილი ბიზნესმენებს

გამოქვეყნდა:

პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, "ქართული ოცნება" პრობიზნეს ხელისუფლებაა. მისი თქმით, მმართველი გუნდი "სრულ მხარდაჭერას უცხადებს" ბიზნესსექტორს. ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა ბიზნენის წარმომადგენლებთან შეხვედრისას "100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს" ისაუბრა.

ჩემი მთავარი პოლიტიკა იქნება შემდეგი: მაქსიმალურად ღიად ვითანამშრომლებთ თქვენთან, ბიზნესთან. ჩვენ ვიქნებით ბიზნესზე ორიენტირებული, პრობიზნეს ხელისუფლება და მთავრობა, ვართ კიდევაც და კიდევ უფრო მეტს გავაკეთებთ. ჩემი ხედვა არის, რომ რაც შეიძლება ნაკლები ბარიერი ჰქონდეს ბიზნესს. რაც შეიძლება მინიმალური ბიუროკრატია, როგორც ცენტრალური მთავრობის დონეზე, ასევე რეგიონების დონეზე, სწრაფი გადაწყვეტილებები და ერთობლივი კოორდინირებული მუშაობა, - თქვა მან.  

მისივე თქმით, სახელმწიფო, ბიზნესი, მოქალაქე - ეს სამი სუბიექტი უნდა გაერთიანდეს. "დღეს არის გაერთიანების დრო, ბატონებო, იმისთვის, რომ ქვეყანა გამოვიყვანოთ ამ მძიმე კრიზისიდან".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი