
"ქართული ოცნების" დეპუტატის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, მმართველ გუნდში სრული მზადყოფნაა, რომ შეთანხმება შედგეს, თუმცა ის "მეორე მხარეს" ასეთივე მზადყოფნა არ არსებობს.
"სრული მზადყოფნა არსებობს ჩვენი მხრიდან, ხელისუფლების მხრიდან, რომ რეალურად მიღწეულ იქნას შეთანხმება, ასეთივე მზადყოფნა სამწუხაროდ, არ არსებობს მოლაპარაკების მეორე მხარეს. არავითარი საფუძველი, განცხადებისთვის, რომ ამ შემთხვევაში იმ 2 ადამიანის პატიმრობა [რურუა, მელია] რომელზეცად საუბარი გვაქვს, თითქოსდა ეს არის პოლიტიკური პატიმრობა, არაფრით ეს არგუმენტირებული არ გახლავთ", - თქვა მიხეილ სარჯველაძემ.
მისი თქმით, ყველამ უნდა თქვას თავისი სათქმელი რამდენად არსებობს ვადამდელი არჩევნების ჩატარების საფუძველი და მეორეს მხრივ უმიზეზოდ ასეთი არჩევნების ჩატარება რამდენად ემსახურება ქვეყნის ინტერესებს.