ოპოზიციურ პარტიებს მოვუწოდებ, გამოიჩინონ კონსტრუქციული მიდგომა - არჩილ თალაკვაძე

გამოქვეყნდა:

მიმდინარე პოლიტიკურ დიალოგს დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდებით, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე Twitter-ზე წერს. 

საქართველოს მომავალი ევროატლანტიკური თანამეგობრობის სრულფასოვანი წევრობაა, რომელიც ძლიერ დემოკრატიას უნდა ეფუძნებოდეს. შესაბამისად, მიმდინარე პოლიტიკურ დიალოგს დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდებით.. ოპოზიციურ პარტიებს მოვუწოდებ, გამოიჩინონ მსგავსი კონსტრუქციული მიდგომა საქართველოსთვის საუკეთესო შედეგის მისაღწევად. ეს არის ის, რაც სჭირდება და რასაც იმსახურებს ჩვენი ხალხი და ქვეყანა, - წერს არჩილ თალაკვაძე.

Georgia’s future is a full-fledged membership of the Euro-Atlantic community & that must be based on strong democracy. Therefore, we approach ongoing political dialogue with great responsibility & commitment...

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი