მზად ვართ, კვირაში რამდენიმე შეხვედრა გავმართოთ მოსახლეობასთან - თურნავა ნამოხვანჰესზე

გამოქვეყნდა:

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, ნამოხვანის ჰესთან დაკავშირებით მოსახლეობასთან კვირაში რამდენიმე შეხვედრას გამართავს.

შეგახსენებთ, პრემიერმინისტრმა ღარიბაშვილმა დღევანდელი მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, რომ ყველა არსებულ შეკითხვას, რაც ნამოხვანჰესთან დაკავშირებით მოსახლეობას აწუხებს, პასუხი უნდა გაეცეს.

თურნავას თქმით, ნამოხვანის ჰესების პროექტი, ერთ-ერთი ყველაზე კარგად შესწავლილია. როგორც თურნავა ამბობს, შეხვედრებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ, ლევან დავითაშვილთან ერთად გამართავს.

"მე და ჩემმა კოლეგამ ლევან დავითაშვილმა პრემიერმინისტრისგან მივიღეთ დავალება, რომ გავაძლიეროთ კომუნიკაცია ნამოხვანის ჰესთან დაკავშირებით. მე ამთავითვე მინდა ვთქვა, რომ ნამოხვანის პროექტი არის ერთ-ერთი ყველაზე კარგად შესწავლილი, მაგრამ, როგორც ჩანს მოსახლეობაში ჯერ კიდევ არის კითხვები ამ პროექტის უსაფრთხოებასთან, მნიშვნელობასთან, სარგებელთან დაკავშირებით. ჩვენ მზად ვართ, რომ კვირაში რამდენიმე შეხვედრა გავმართოთ მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფთან, მათ შორის ექსპერტებთან"- ამბობს თურნავა.

როგორც თურნავა ამბობს, მოსახლეობას შეხვედრებზე ქვეყნის ენერგო-დამოუკიდებლობის მნიშვნელობაზე დაელაპარაკებიან.

შეგახსენებთ, ნამოხვანჰესის მშენებლობას უკვე სამ თვეზე მეტია, აპროტესტებს ადგილობრივი მოსახლეობა. მათი ნაწილი ღამეს მშენებლობის ადგილზე ათევდა.  მოქალაქეები ამბობდნენ, რომ არ დაუშვებენ  105 მეტრიანი სიმაღლის კაშხლის მშენებლობას.

სპეციალისტების თქმით, ჰესის აშენების შემდეგ, რომელიმე ჯებირის დაზიანების შემთხვევაში, წყალს 19 წუთი დასჭირდება იმისთვის, რომ ქუთაისს მიაღწიოს. ექსპერტების გათვლით, ისტორიულ ქალაქს  34 მეტრის სიმაღლის ტალღა დაარტყამს.

აქვე გეტყვით, რომ 14 ნოემბერს, პროტესტის 21- დღეს, აქციის მონაწილეები პოლიციამ დაარბია., 2021 წელს, გაზაფხულზე, ნამოხვანჰესის პროტესტი უფრო მასშტაბური გახდა და ქუთაისში გადმოინაცვლა, სადაც მას სხვა რეგიონებიდან ჩამოსულებიც შეუერთდნენ.

იხილეთ ასევე:

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი