ტენდერიდან წასულ კომპანიას ქუთაისის მერიამ 900 000 ლარი ჩაურიცხა - გიგა შუშანია

გამოქვეყნდა:

ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე გიგა შუშანია საგზაო დეპარტამენტს კორუფციულ გარიგებაში ადანაშაულებს. ამბობს, რომ ქუთაისში ცენტრალურ ქუჩებზე  სამუშაოები შეჩერებულია, რაც კომპანიებთან ხელისუფლების შეთანხმებულ მოქმედებებზე მიანიშნებს.

ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას თანხის ნაწილი წინასწარ ჩაურიცხეს, სამუშაოების შეწყვეტის შემდეგ, კი დამატებით 900 000 ლარი ჩაერიცხა. 

ეს გზა საგზაო დეპარტამენტისა და შემსრულებელ კომპანიას შორის კორუფციული გარიგების შედეგია. მაქვს საგზაო დეპარტამენტის წერილი, სადაც დეპარტამენტის ხელმძღვანელი ადასტურებს, რომ მან იცოდა, რომ იანვარში კომპანიას შეჩერებული ჰქონდა სამუშაოები. სწორედ იანვირდან დღემდე ჩარიცხული აქვს კომპანიას 900 000 ლარი. კომპანიას, რომელიც წასული იყო ტენდერიდან, - ამბობს გიგა შუშანია.

მისივე თქმით, მსგავსი პრობლემა ქუთაისის სხვა ცენტრალურ ქუჩებზეც არის.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი