Johnson & Johnson 7-ჯერ იაფი ღირს, ვიდრე ჩინური Sinopharm - ნანა გეგეჭკორი

გამოქვეყნდა:

აშშ-ში მომუშავე ქართველი ექიმი ნანა გეგეჭკორი Facebook-ზე პოსტს აქვეყნებს. წერს, რომ Johnson & Johnson-ის ვაქცინა Sinopharm-ის ვაქცინაზე 7-ჯერ იაფი ღირს. 

საქართველოსთვის იდეალური ვაქცინა, ლოჯისტიკის თვალსაზრისით და შედეგებით, არის Johnson & Johnson-ი. ინახება უმარტივესად, იმუნიტეტის შესაქმენელად საჭიროა მხოლოდ ერთი დოზა, აქვს საკმაოდ საიმედო ალერგიული პროფილი, ეფექტურობით ოდნავ ჩამოუვარდება რნმ ვაქცინებს, მაგრამ მაინც საკმარისად მაღალია. სამხრეთ აფრიკაში კვლევების დროს იქ უკვე იყო გავრცელებული ახალი შტამი და ამის გათვალისწინებითაც საკმაოდ კარგი შედეგი ჰქონდა. ამერიკაში ეს არჩევანიც გვაქვს და ბევრი ირჩეს Johnson & Johnson-ს, სწორედ ერთი დოზის საჭიროების გამო. ფასითაც ერთ-ერთი ყველაზე ხელმისაწვდომია. Johnson & Johnson-ი ზუსტად 7-ჯერ უფრო იაფი ღირს ვიდრე ჩინური სინოფარმი, რაც საქართველოს მთავრობამ იყიდა, - წერს გეგეჭკორი.

ცნობისთვის, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყერელიძის თქმით, აპრილში საქართველოში sinopharm-ის 100 000 დოზა შემოვა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი