ეს კრიზისი ბასტი-ბუბუს დაემსგავსა, დღეს გამოჩნდება ვის უყვარს ქვეყანა - ელისაშვილი

გამოქვეყნდა:

პარტია "მოქალაქეების" ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისი იწილო-ბიწილოსა და ბასტი-ბუბუს დაემსგავსა. მისი თქმით, ორივე მხარემ უნდა დათმოს რაღაც. 

"ეს კრიზისი უკვე რაღაცა იწილო-ბიწილოს, ბასტი-ბუბუს დაემსგავსა, სადაც გაჯიუტებული ბავშვები რაღაც თავისას არ თმობენ. ამასობაში კიდევ უფრო გაღარიბდა, გაღატაკდა ეს ქვეყანა და ვინმეს თუ უნდა რეალურად ქვეყანაზე და ხალხზე ვიფიქროთ, დღეს არის ის შესაძლებლობა და ის შანსი, რომელიც ხელიდან არ უნდა გაუშვას არავინ, ვისაც ეს ქვეყანა უყვარს. აი დღეს გამოჩნდება ვის უყვარს ქვეყანა და ვის არ უყვარს ქვეყანა", - თქვა ალეკო ელისაშვილმა. 

ის პასუხისმგებლობას ორივე მხარეს აკისრებს და აცხადებს, რომ უხერხულია ქვეყნის, ხალხისა და ჩვენი ქვეყნის მეგობრების წინაშე.

"ვინც არ მოაწერს შეთანხმებას იმას ესე იგი სძულს ეს ქვეყანა" - თქვა მან. 

შეგახსენებთ, რომ პარტიების ლიდერები ამ წუთებში ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში იკრიბებიან. შეხვედრა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირად წარმომადგენელთან, კრისტიან დანიელსონთან ერთად 5 საათზე უნდა დაიწყოს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი