ხელისუფლებას გაცილებით მეტი პასუხისმგებლობა ეკისრება, რომ შეთანხმება შედგეს - ვაშაძე

გამოქვეყნდა:

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის, გიორგი ვაშაძის თქმით, შეთანხმების მიღწევაზე ოპოზიციაზე გაცილებით მეტი პასუხისმგებლობა მმართველ გუნდს ეკისრება. ეს განცხადება მან კრისტიან დანიელსონთან შეხვედრაზე შესვლამდე გააკეთა. 

იმედი მაქვს, იქნება ისეთი შემოთავაზება მედიატორების მხრიდან, რომელიც მისაღები იქნება როგორც ოპოზიციისთვის, ისე მმართველი გუნდისთვის. პრინციპულად მნიშვნელოვანია ხუთივე პუნქტი იყოს ამ დოკუმენტში, პირდაპირ ვამბობ, რომ პატიმრები უნდა გათავისუფლდნენ და ამის კონკრეტული მექანიზმი უნდა დავინახოთ. უნდა დავინახოთ რიგგარეშე არჩევნებამდე მისასვლელი გზაც.
ხელისუფლებას გაცილებით მეტი პასუხისმგებლობა აქვს იმისთვის, რომ შეთანხმება შედგეს. ჩვენ რომ გვებაროს ეს, "სტრატეგია აღმაშენებლის" გუნდს, დიდი ხნის წინ იქნებოდა გადაწყვეტილი ეს საკითხი, - ამბობს ვაშაძე. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი