
ამ წუთებში, ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენლის მედიაციით, ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის მოლაპარაკებები იწყება. შეხვედრაზე შესვლის წინ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა "ლელოს" ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ. მისი აზრით, დღევანდელ შეხვედრაზე გამოსავალი უნდა მოიძებნოს.
ვფიქრობ, რომ ამდენი ხნის კონსულტაცია, რომელიც მიმდინარეობდა და ამ სიმძიმის ეპიცენტრის გადმოტანა ევროპიდან საქართველოში, პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად მიმანიშნებს, რომ გამოსავალი უნდა გამოინახოს, - თქვა ხაზარაძემ.
შეხვედრა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირად წარმომადგენელთან, კრისტიან დანიელსონთან ერთად 17:00 საათზე უნდა დაიწყოს.