მკაფიოდ აფიქსირებენ პოზიციას, რომ ამ ვითარებაზე მთავარი პასუხისმგებელი "ოცნებაა" - მინაშვილი სენატორებზე

გამოქვეყნდა:

"კიდევ ერთხელ გეუბებით - ოპოზიციური პარტიების მიდგომა მკაფიოა", - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა აკო მინაშვილმა, ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან ისაუბრა, სადაც ცოტა ხანში ორმხრივი შეხვედრა უნდა დაიწყოს.

მინაშვილმა სენატორი შაჰინისა და სენატორი რიშის მიერ გაკეთებულ განცხადებებზეც ისაუბრა, მისი თქმით, ბუნებრივია, რომ დასავლელი მეგობრები მკაფიოდ აფიქსირებენ თავის პოზიციას, იმის შესახებ, რომ ქვეყანაში შემქნილ მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა მმართველ გუნდს ეკისრება.

ჩვენი ყველა პარტნიორის პოზიციაა, რომ პოლიტიკური დევნილებისა და პატიმრების არსებობა ქმნის შეფერხებას, იმისათვის, რომ შემდეგ ეტაპზე გადავიდეს მოლაპარაკება და დიალოგი. ბუნებრივიცაა და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი მეგობრები მკაფიოდ აფიქსირებენ პოზიციას, მთავარი პასუხისმგებელი იმ ვითარებაზე რაც ქვეყანაშია მმართველი გუნდია, - თქვა აკო მინაშვილმა.

კრისტიან დანიელსონის მედიაციით ორმხრივი შეხვედრა ამ წუთებში უნდა დაიწყოს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი