
სამოქალქო აქტივისტები კრისტიან დანიელსონს წერილით მიმართავენ. ახალგაზრდები ევროკავშირის წარმომადგენლობაში მივიდნენ და დოკუმენტი შენობაში დატოვეს.
აქტივისტებმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის წარმომდგენელს პოლიტპატიმრების, ნიკა მელიასა და გიორგი რურუას, ასევე, სამოქალაქო აქტივისტების დევნასა და რეპრესიებთან დაკავშირებით მისწერეს. მათი განცხადებით, პოლიტიკური დევნა უნდა შეწყდეს, როგორც პოლიტიკოსების, ისე სამოქალაქო აქტივისტების მიმართ.
ბატონო კრისტიან, მოხარული ვართ თქვენი მორიგი ვიზიტით საქართველოში. მიგვაჩნია, რომ თქვენს ვიზიტს შეუძლია არსებითად დაასრულოს არსებული პოლიტიკური კრიზისი. თქვენი მედიაციით მიმდინარე მოლაპარაკების ერთ-ერთი ძირითადი თემა პოლიტიკური ნიშნით დაკავებული ადამიანების საკითხის გადაწყვეტა, მათი გათავისუფლებაა.
ამ კონტექსტში გვინდა მოგახსენოთ, რომ გარდა ნიკა მელიას და გიორგი რურუას საქმეებისა, 19 აქტივისტზე არის სისხლის სამართლის საქმე აღძრული ანტიკონსტიტუციური კომენდანტის საათის დროს პროტესტის გამოხატვის გამო, რაც 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალიწინებს. ასზე მეტი აქტივისტი კი ანალოგიური საფრთხის წინაშეა.
აღსანიშნავია, რომ 2019 წლის 20 ივნისის შემდეგ სხვადასხვა დროს, მშვიდობიანი პროტესტის დროს ასობით აქტივისტი დააკავეს. ყველა შემთხვევაში გამოიყენება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ერთი და იგივე მუხლი, აბსოლუტურად იდენტურია ასობით ადამიანის დაკავების ოქმები. აქტივისტებისთვის სასამართლოს მიერ დაკისრებული ჯარიმების ოდენობა 100 000 ლარს აღწევს.
სამოქალაქო საზოგადოებაზე არსებული ზეწოლის შესახებ აშშ-ს სენატში 23 მარტს გამართულ მოსმენაზეც გამახვილდა ყურადღება. სამოქალო აქტივისტების სიტყვის თავისუფლებისა და გამოხატვის უფლების შეზღუდვა სწორედ ამ ზეწოლის ნაწილია.
მოგმართავთ თხოვნით, დაინტერესდეთ აღნიშნული საკითხით და გამოიყენოთ თქვენს ხელთ არსებული შესაძლებლობები, რათა თავიდან ავიცილოთ პოლიტიკური რეპრესიები საქართველოში, - ნათქვამია წერილში.
დოკუმენტს ხელს 10 ორგანიზაცია აწერს: