საბროკერო კომპანია სებ-ს დისკრიმინაციასა და კლიენტების ინტერესების დარღვევაში ადანაშაულებს

გამოქვეყნდა:

დაპირისპირება ეროვნულ ბანკთან. საბროკერო კომპანია "ველსი" კობა გვენეტაძის უწყებას დისკრიმინაციასა და კლიენტების ინტერესების დარღვევაში ადანაშულებს. ირკვევა, რომ ბანკმა საბროკეროს ლიცენზია ჩამოართვა და მიზეზად რეკომენდაციების უხეში დარღვევა დაასახელა. შედეგად ბიზნესი მილიონობით ლარით დაზარალდა, პანდემიის გამო კი სასამართლოში საქმის განხილვა ამ დრომდე გაჭიანურდა.

2021 წლის 18 თებერვალს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის ბრძანებით ეროვნულმა ბანკმა კომპანია ველსს საბროკერო საქმიანობისთვის განკუთვნილი ლიცენზია ჩამოართვა, ეროვნული ბანკის განცხადებაში ვკითხულობთ რომ გვენეტაძის უწყებამ შპს ველსის საქმიანობაში  რეკომენდაციების უხეში დარღვევა გამოავლინა რამაც საქმიანობისთვის განკუთვნილი ლიცენზიის შეჩერება განაპირობა.

კომპანიის დირექტორის დიმიტრი სუკიასოვის თქმით ამ პერიოდის განმავლობაში კომპანიამ 5 მილიონი ლარი ხოლო მომხმარებელმა 178 ათასი აშშ დოლარი იზარალა.

პანდემიის პირობებში სასამართლო დავა არაერთხელ გადაიდო, თუმცა ახლა ისევ განახლდა.

რა გადაწყვეტილებას მიიღებს თბილისის საქალაქო სასამართლო და დაუბრუნდება თუ არა შპს ველსს საბროკერო საქმიანობისთვის განკუთვნილი ლიცენზია უცნობია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი