
"ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, კრისტიან დანიელსონის დოკუმენტში ასახულ ცალკეულ რეფორმებს მმართველი გუნდი ისედაც, შეთანხმების გარეშეც განახორციელებს. კობახიძის თქმით, "ოცნება" საარჩევნო რეფორმაზე "რადიკალურ ოპოზიციასთან" შეთანხმების გარეშეც იმუშავებს.
ი ასახავდა წინადადებებს პრეზიდენტ მიშელის განსაზღვრულ ყველა საკითხზე. მისი თქმით, მმართველი გუნდი ამ რეფორმების გატარებას ისედაც აპირებს.
პირველი, ეს არის საარჩევნო რეფორმა. დოკუმენტის თანახმად, "ქართული ოცნება" პასუხისმგბელობას იღებდა ფუნდამენტური საარჩევნო რეფორმის განხორციელებაზე, ამაში შედიოდა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო ბარიერის 3%-მდე შემცირება, საკრებულოში ოპოზიციური პარტიების უფრო ფართო წარმომადგენლობის უზრუნველსაყოფად ადგილობრივი საარჩევნო სისტემის თვისობრივი გადასინჯვა და საარჩევნო ბარიერების შემცირება, სამივე დონის საარჩევნო კომისიებში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლობის 8 წევრამდე გაზრდა, ასევე საარჩევნო უბნების 10%-ის შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ავტომატური გადათლა, საარჩევნო უბნების გარშემო 100-მეტრიანი რადიუსის დაწესება, ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვა და ა.შ. როგორც ხედავთ ეს პაკეტი იყო კომპლექსური და ითვალისწინებდა ფუნდამენტურ საარჩევნო რეფორმას. ამ ცვლილებებს "ქართული ოცნება" უახლოეს მომავალში საკუთარი პასუხისმგებლობით, ოპოზიციის რადიკალურ ნაწილთან ყოველგვარი შეთანხმების გარეშეც განახორციელებს, - ამბობს კობახიძე.
ამავე თემაზე: