
კრისტიან დანიელსონის მედიაციით კიდევ ერთი ჩაშლილი მოლაპარაკების შემდეგ, "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე თავს ისევ ოპოზიციას ესხმის. ამბობს, რომ ოპოზიციური პარტიების ნაწილი შეხვედრაზე რადიკალურობით გამოირჩეოდნენ. კობახიძე ამ პარტიებსაც ასახელებს:
იყო ორად გაყოფილი პოზიციები... ვიცით, რომ არის ოპოზიციის რადიკალური ნაწილი, ეს იყო გამოხატული სამ პარტიაში. ესაა "ნაციონალური მოძრაობა", ეს არის "ევროპული საქართველო" და "ლელო". სხვა პარტიებს ჰქონდათ მეტნაკლებად დაბალანსებული პოზიციები... დამავიწყდა "გირჩი-მეტი თავისუფლება", რომელსაც არაფერი სცხია თავისუფლების, - ამბობს კობახიძე.
ამავე თემაზე: