ოპოზიცია რიგგარეშე არჩევნების საკითხის დამატებას ითხოვდა... ამიტომ არ მოაწერეს ხელი - თალაკვაძე

გამოქვეყნდა:

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ ოპოზიციამ კრისტიან დანიელსონის წარმოდგენილ დოკუმენტს ხელი არ მოაწერა იმის გამო, რომ განცხადებაში რიგგარეშე არჩევნების დანიშვნაზე საუბარი არ ყოფილა. თალაკვაძე ამბობს, რომ "ქართული ოცნება" ამ დოკუმენტში ასახულ რეფორმებს საქართველოს პარლამენტში მაინც განახორციელებს.

მედიატორის მიერ შემოთავაზებულ დოკუმენტს ოპოზიცია არ დაეთანხმა. ვერ გამოხატეს მზადყოფნა და პასუხისმგებლობა ამ დოკუმენტის ხელმოსაწერად, რაც სამწუხაროა.. ამან ხელი შეუშალა შეთანხმებას და პოლიტიკური დიალოგის წარმატებით დასრულებას. რიგგარეშე არჩევნების საკითხი, როგორც ჩვენი მხრიდან, ასევე მედიატორის მხრიდან, არ იყო განხილული, ამის დამატებას ითხოვდა ოპოზიცია და ეს იყო ერთ-ერთი საკითხი, რის გამოც მათ ხელი არ მოაწერეს შეთანხმებას, - ამბობს თალაკვაძე. 

თალაკვაძე ამბობს იმასაც რომ მმართველ პარტიას დოკუმენტში საკითხების დამატება არ მოუთხოვიათ და შეხვედრაზე კონსტრუქციულები იყვნენ.

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი