
"არ დაიჯეროთ არაფერი. რაც "ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა თქვეს, ტყუილები იყო," - ამის შესახებ "გირჩი მეტი თავისუფლების" ლიდერი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ საუბრობს.
ამბობს, რომ ოპოზიციას, შეთანხმების ტექსტთან დაკავშირებით ორი პრინციპული საკითხი ჰქონდა, პოლიტპატიმრების გათავისუფლება და რიგგარეშე არჩევნები. "მომლაპარაკებლებმა ვერ შეძლეს ისეთი ტექსტის დადება, რომ "ოცნება" იტყოდა, რომ ჩვენ ამას ვაწერთ ხელს.. ცხადია, მთელი პასუხსიმგებლობა ხელისუფლებაზეა".
მისივე თქმით, ვიდრე ევროპელი პარტნიორების "პოზიცია იქნება დიპლომატიური ენა და მოზომილი გზავნილები, იქამდე "ქართული ოცნება" არაფერს დათმობს. ამაზე ვლაპარაკობდი საჯაროდ და ეს დადასტურდა დღესაც".
ამავე თემაზე: