რურუაზე არ იყო ის გადაწყვეტილება, რომელიც სრულად პასუხობს პრობლემის გადაჭრას - ბადრი ჯაფარიძე

გამოქვეყნდა:

მართლმსაჯულების რეფორმა, საარჩევნო რეფორმა და ხელისუფლების განაწილების პრინციპი, - "ლელო საქართველოსთვის" ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის თქმით, ოპოზიციამ ამ სამ პუნქტზე შეთანხმებას მიაღწია. როგორც მან კრისტიან დანიელსონთან გამართული შეხვედრის შემდეგ თქვა, პოლიტპატიმრების საკითხზე, ნიკა მელიასთან დაკავშრებით გარკვეულ შეთანხმებას აღწევდნენ, თუმცა გიორგი რურუასთან მიმართებით, პრობლემის მოგვარება ვერ ხერხდებოდა. 

მელიასთან მიმართებით იქნა შემოთავაზებული გადაწყვეტილება, მაგრამ რურუასთან მიმართებით არ იყო ის გადაწყვეტილება, რომელიც სრულად პასუხობს ამ პრობლემის გადაჭრას, ამიტომ, ამ მიმართულებით უნდა გავაგრძელოთ ძალისხმევა. ...რაც შეეხება რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებულ თემას, გახსოვთ, რომ ჩვენ წარმოგვიდგინეს წინა შეხვედრაზე მედიატორებმა მექანიზმი, რომელიც იქნა საერთოდ უარყოფილი "ქართული ოცნების" მიერ. ეს მექანიზმი არ პასუხობდა იმ გამოწვევებს, რომელიც ჩვენ გვაქვს, შესაბამისად, ჩვენ ამ მექანიზმთან დაკავშირებით მზად ვიყავით, გაგვეგრძელებინა მუშაობა. სამწუხაროდ, "ოცნების" სრულიად დესტრუქციული პოზიციის გამო რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით, იძულებული გახდა მედიატორი, რომ ეს გრაფა დაეტოვებინა ცარიელი, - ამბობს ბადრი ჯაფარიძე. 

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი