ხელისუფლება არ არის მზად კომპრომისისთვის - ხათუნა სამნიძე

გამოქვეყნდა:

"რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარის, ხათუნა სამნიძის თქმით, სამწუხაროა, რომ პარტიებს შორის შეთანხმება ვერ შედგა, რადგან მათ ხელიდან სერიოზული შანსი გაუშვეს. სამნიძე ამბობს, რომ ხელისუფლება კომპრომისისთვის მზად არ არის და მოლაპარაკებების ჩაშლაზე პასუხისმგებლობა სწორედ მათ ეკისრებათ. 

ჩვენი კონფლიქტის მოგვარების ასეთ რანგში, ასეთ ფორმატში გადატანა იყო ძალიან მნიშვნელოვანი იმ თვალსაზრისით, რომ მედიატორის ჩართულობა გვაძლევდა იმედს, ხელისუფლება უფრო მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდებოდა ამ პროცესს. სამწუხაროდ, დღესაც ვნახეთ, რომ ხელისუფლება არ არის მზად კომპრომისისთვის, არ არის მზად იმისთვის, რაზეც თავიდანვე ვსაუბრობდით ყველა ეთერში, საჯაროდ, დახურულ კარს მიღმა შეხვედრებში, რომ თუ პატიმრები დარჩებიან საპატიმროში, არ იქნება სივრცე სხვა საკითხებზე მოლაპარაკებისთვის, - ამბობს სამნიძე. 

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი