ღიას ვტოვებთ კარს პარტიებისთვის, რომ შემოგვიერთდნენ - თალაკვაძე ოპოზიციას

გამოქვეყნდა:

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის კრისტიან დანიელსონის მედიტაციის პროცესს, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე Twitter-ზე ეხმაურება და წერს, რომ შეთანხმების დოკუმენტზე ხელის მოსაწერად მზად ოპოზიცია არ იყო.

მისივე თქმით, მმართველი გუნდით ოპონენტებს "კარს ღიას" უტოვებს, რათა რეფორმების პროცესში შეუერთდნენ.

"მადლობა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს და მის პირად წარმომადგენელს კრისტიან დანიელსონს მედიაციისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიცია არ იყო მზად ხელი მოეწერა დოკუმენტზე, ჩვენ დანიელსონის წინადადებებით ვიხელმძღვანელებთ სასამართლო და საარჩევნო რეფორმების განხორციელებისას. ჩვენ ღიას ვტოვებთ კარს პარტიებისთვის, რომ შემოგვიერთდნენ", - წერს თალაკვაძე. 

შეგახსენებთ, რომ 30 მარტს დანიელსონის მონაწილეობით ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მედიაციის მეორე რაუნდიც უშედეგოდ დასრულდა. მხარეებმა ევროპელი მედიატორის მიერ შეთავაზებულ დოკუმენტს ხელი არ მოაწერეს. კრისტიან დანიელსონმა საქართველო უკვე დატოვა, ის მოლაპარაკებაზე ინფორმაციას შარლ მიშელს მიაწვდის.

ამავე თემაზე:

კრისტიან დანიელსონმა საქართველო დატოვა

რა წერია დანიელსონის დოკუმენტში, რომელსაც მხარეებმა ხელი არ მოაწერეს (სრული ვერსია)

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი