სამწუხაროა, რომ მოლაპარაკება ვერ შედგა, უფრო სამწუხარო იქნებოდა შეთანხმების იმიტაცია - ხოშტარია

გამოქვეყნდა:

პოლიტიკური მოძრაობა "დროას" დამფუძნებელი ელენე ხოშტარია, კრისტიან დანიელსონის მედიაციით გამართულ ორმხრივ შეხვედრას, Facebook-ზე ეხმიანება.

როგორც ხოშტარია წერს, სამწუხაროა, რომ მოლაპარაკებები ამ ეტაპზე ვერ შედგა, მაგრამ "კიდევ უფრო სამწუხარო იქნებოდა შეთანხმების იმიტაცია". მისივე თქმით, ამით არაფერი არ მთავრდება და ოპოზიციამ მუშაობა უნდა გააგრძელოს.

"სამწუხაროა, რომ მოლაპარაკებები ამ ეტაპზე ვერ შედგა, მაგრამ კიდევ უფრო სამწუხარო იქნებოდა შეთანხმების იმიტაცია. მაგალითად, თავის მოტყუება, რომ პოლიტიკური დევნა კი არის, მაგრამ ეხლა ორივეს ხომ ვერ გამოუშვებს. დევნა კი არის, მაგრამ ცოტა წავიდეთ კომპრომისზე და ცოტა დევნა იყოს და ბევრი არა. ერთი გამოუშვას და მეორე არა. ანუ დევნა იყოს ოღონდ ცოტა. ანუ თქვენ რომ ხვალ უსამართლოდ დაგიჭირონ შეიძლება ცოტა კატეგორიაში მოხვდეთ და იჯექით. ეგ არის ვაჭრობა და პოლიტიკური თამაში.

რაც შეეხება არჩევნებს. ვთქვათ ვერ ვთანხმდებით რა მასშტაბით გაყალბდა ( რომ გაყალბდა არავინ უარყოფს). დავანებოთ ამას თავი. ქვეყანაში კრიზისი არის თუ არა? ვინმე იტყვის არაო? აი თქვენ თავთან, თავში არა, თქვენთვის რომ ფიქრობთ არის კრიზისი თუ არა? ყველა ნორმალურ ქვეყანაში კრიზისის აღქმა არის საფუძველი არჩევნებზე ლაპარაკის", - წერს ხოშტარია.

შეგახსენებთ, რომ 30 მარტს დანიელსონის მონაწილეობით ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მედიაციის მეორე რაუნდიც უშედეგოდ დასრულდა. მხარეებმა ევროპელი მედიატორის მიერ შეთავაზებულ დოკუმენტს ხელი არ მოაწერეს. კრისტიან დანიელსონმა საქართველო უკვე დატოვა, ის მოლაპარაკებაზე ინფორმაციას შარლ მიშელს მიაწვდის.

ამავე თემაზე:

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი