დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით 1 051 ადამიანი აიცრა. ჯამში ქვეყანაში აცრილია 6 757 ადამიანი.
NCDC-ს არ აქვს გამოქვეყნებული მონაცემები რამდენი პირია აცრილი "ასტრაზენეკას" ვაქცინით და რამდენი "ფაიზერით".
აქვე გეტყვით, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 616 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 268 ადამიანი გამოჯანრთელდა, ხოლო კიდევ 5 პაციენტი გარდაიცვალა.