"ქართულ ოცნებაში" ფიქრობენ, რომ მოლაპარაკების მაგიდა "ნაციონალურმა მოძრაობამ" ააყირავა და მოლაპარაკება გუშინ, 30 მარტს სწორედ მათ გამო ვერ შედგა.
"აპრიორშივე, დასაწყისშივე იმწუთასვე როგორც კი ევროკავშირის ოფიციალური წარმომადგენლების დამოკიდებულებაში, მათ ოფიციალურ დოკუმენტში ვერ ნახეს ასახული რიგგარეშე არჩევნები, მათ დაასრულეს მოლაპარაკების მაგიდასთან ჯდომა და დანარჩენი მათი იქ დასწრება იყო ფორმალური. შესაბამისად, რა თქმა უნდა, მოლაპარაკების მაგიდა ააყირავა ნაციონალურმა მოძრაობამ", - თქვა ბექა ოდიშარიამ.
დეპუტატ ირაკლი ბერაიას თქმით, ოპოზიციას არ ჰქონდა შეთანხმების დოკუმენტზე ხელმოწერის მზაობა.