როდესაც ოპოზიციამ დააყენა ორი ულტიმატუმი, ​დანიელსონმა ამის შემდგ განაცხადა, რომ გაგრძელებას აღარ ჰქონდა აზრი - კობახიძე

გამოქვეყნდა:

როდესაც ოპოზიციამ დააყენა ორი ულტიმატუმი, დანიელსონმა ამის შემდგ განაცხადა, რომ გაგრძელებას აღარ ჰქონდა აზრი - ირაკლი კობახიძემ მოლაპარაკების ჩაშლაში ოპოზიცია კიდევ ერთხელ დაადანაშაულა. "ოცნების" თავმჯდომარემ განცხადება უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.

კობახიძე ამტკიცებს, რომ "ქართული ოცნება" მედიატორის მომზადებულ დოკუმენტზე ხელმოსაწერად მზად იყო დაარანაირი  ულტიმატუმი არ ჰქონია

ჩვენ არ გვქონდა დაყენებული არც ერთი ულტიმატუმი მოდერატორისა და დიპლომატების წინაშე. რაც შეეხება ოპოზიციას, მათ ჰქონდათ 2 ულტიმატუმი - ერთი უკავშირდებოდა არჩევნებს, პლებისციტს, მეორე რურუას თემას. 

როდესაც ოპოზიციამ დააყენა ორი ულტიმატუმი, დანიელსონმა ამის შემდგ განაცხადა, რომ გაგრძელებას აღარ ჰქონდა აზრი, ოპოზიციამ ჩაკეტა დიალოგი, მან მოსპო ყოველგვარი რესურსი იმისათვის, რომ შეთანხმება შემდგარიყო - თქვა კობახიძემ.

შეგახსენებთ, კრისტიან დანიელსონის მედიაციით მიმდინარე მოლაპარაკებების მეორე რაუნდიც შეთანხმების გარეშე დასრულდა.

დანიელსონის დოკუმენტი - სრული ვერსია

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი