
"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი კობახიძის თქმით, ხელოვნური კრიზისიც კრიზისია და მასაც სჭირდება მოგვარება. მისივე თქმით, კრიზისის მოსაგვარებლად მმართველ გუნდს კონკრეტულ ოპოზიციურ პარტიებთან "მცდელობები" ექნება.
"მე გეთანხმებით, რომ ხელოვნური კრიზისიც არის კრიზისი და ამას სჭირდება მოგვარება. ამისათვის ჩვენ ბუნებრივია ცდას არ დავაკლებთ. ჩვენ გვექნება მჭიდრო თანამშრომლობა საერთაშორისო პარტნიორებთან, ასევე, ბუნებრივია გვექნება ჩვენი მცდელობები კონკრეტულ ოპოზიცურ პარტიებთან. შეიძლება ეს იყოს ინდივიდუალურ რეჟიმში, შეიძლება იყოს კოლექტიურ რეჟიმში, ვნახოთ, ჩვენ გვექნება მცდელობა და ყველა შემთხვევაში კონსტრუქციული მიდგომა", - თქვა ირაკლი კობახიძემ.
კობახიძეს არ დაუკონკრეტებია რომელ პარტიებთან აპირებენ "მცდელობას", რომ ისინი პარლამენტში შევიდნენ.