აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ცალკე თავი ეთმობა საქართველში გაუარესებულ მედია გარემოს. დოკუმენტში აღნიშნულია, არასამთავრობო სექტორის შეფასებები მედია - პოლარიზებაზე და ხელისუფლების გავლენებზე.
ნათქვამია რომ მთავრობას ჰქონდა არაერთი მცდელობა სარედაქციო პოლიტიკაში ჩარეულიყო და ზოგ შემთხვევაში ეს გამოუვიდა კიდეც.
ნახსენებია რუსთავი 2- ის საქმე, როცა ჟურნალისტების უდიდეს ნაწილს მოუწია არხის დატოვება. დოკუმენტში მოხვდა "მთავარი არხის" გენერალური დირექტორისა და დამფუძნებლის საქმეებიც.